
"სისტემა რთული საქმეების კვალიფიციურ გამოძიებას ვეღარ უმკლავდება"
23/07/2020 18:40:29 სამართალი
სახალხო დამცველის ნინო ლომჯრიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მომუშავე ადამიანებს კვალიფიკაცია აკლიათ.
„როგორი ენთუზიასტი უნდა იყოს გამომძიებელი, რომელსაც არც კვალიფიკაცია აქვს, შეიძლება, არც ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, არც კვალიფიკაცია, ფიზიკურად მეტი არ შეუძლია, უნარი არ აქვს და სისტემის ინტერესია, რომ რაც შეიძლება, გაამარტივონ საქმეები, ისეთი ხაზი აირჩიონ, რაც მარტივად გამოსაძიებელია. როდესაც უცნაური ბუნდოვანი საქმეა, ყველა ვერსია გულდასმით უნდა იყოს გამოძიებელი. ვეღარ უმკლავდება სისტემა მსგავსი ტიპის საქმეების კვალიფიციურ გამოძიებას. სისტემას არ შეუძლია, რთული საქმეების გახსნა, სადაც არ არის კამერა“, - აცხადებს ომბუდსმენი.
მისი თქმით, სისტემის რეფორმირება აუცილებელია და ყველა ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელმაც სისტემის გარდაქმნისთვის არაფერი გააკეთა.