Accentnews.ge
რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციებს უწესებს

რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციებს უწესებს

24/07/2020 07:54:06 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, ის ცვლის გადაწყვეტილებას პომპეოს რეგიონში მიწვევის შესახებ.

„ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა.

მისივე თქმით, არ ესმის, რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარით ამაყობს.

20 ივლისს აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S