Accentnews.ge
"შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა არასერიოზულია"

"შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა არასერიოზულია"

24/07/2020 09:00:55 საშინაო პოლიტიკა

"ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია", – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება:

„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S