"აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება"

24-07-2020 13:00:47 საგარეო პოლიტიკა

"აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნების ჩატანის შესახებ „მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა“:

"საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს“, - განაცხადა გახარიამ.

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin.az აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

იხილეთ ასევე: იცავს თუ არა საქართველო თამაშის წესებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები