Accentnews.ge
"ბიძინა, შენ ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილის ღირსეული მემკვიდრე ხარ"

"ბიძინა, შენ ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილის ღირსეული მემკვიდრე ხარ"

20/06/2019 13:01:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს "მოღალატე ქართველების ღირსეულ მემკვიდრეს" უწოდებს.

"ფიალა ავსებულია, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს. ბიძინა, აივსო მოთმინების ფიალა, შენ უკვე მოღალატეების რიგში დადექი, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილის ღირსეული მემკვიდრე ხარ", - განაცხადა სანიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე და საქართველოს მოქალაქეებს აქტიური პროტესტისკენ მოუწოდა. 

გუბაზ სანიკიძემ და მოძრაობის დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდეს. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S