"Eurasianet" : "Frontera-ს საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს. იგი პოლიტიკურ სპექტრში აღიქმება როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი"
24/07/2020 09:57:39 ეკონომიკა
"საქართველომ შეცვალა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ამერიკულ ნავთობისა და გაზის კომპანიასთან. აპრილიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ტეხასის შტატში დაარსებულ კომპანია Frontera Resources– თან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან",- გამოცემა ,,Eurasianet ” სტატიას სახელწოდებით "ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველო ცვლის კურსს აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან დაკავშირებით“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორის თქმით, ,,ფრონტერას” საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს და იგი ფართო მასშტაბით აღიქმება პოლიტიკურ სპექტრში, როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი კომპანია. აქვე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ კომპანია მრავალი თვის განმავლობაში თანამშრომლებს ანაზღაურებას აძლევდა, რის გამოც ივლისის დასაწყისში ფრონტერას თანამშრომელმა თავი მოიკლა".
როგორც გამოცემა "Eurasianet” წერს, "კომპანია ფრონტერამ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მხარდამჭერის მოპოვება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია, მათ გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს ვაშინგტონში".
სტატიაში ნათქვამია, რომ "საქართველოს მთავრობა მეტად სენსიტიურია იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს, შესაბამისად, მთავრობა ცდილობს მსუბუქი შეხება ჰქონდეს უცხოელ ინვესტორებთან".
,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის ჩარჩოში მოაქცია და ამით მკვეთრად შეამსუბუქა ვაშინგტონის გავლენა თბილისზე. ”საქართველოს ინვესტიციის იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ამერიკულ ბიზნეს საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, რადგან განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ექცევა”, - ნათქვამია სამინისტროს 23 ივლისის განცხადებაში. აპრილიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ტეხასის შტატში დაარსებულ კომპანია ,,Frontera Resources” – თან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან. ,,ფრონტერას“ საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს; იგი ფართო მასშტაბით აღიქმება პოლიტიკურ სპექტრში, როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი. კონტრაქტის დარღვევის გარდა, კომპანია მრავალი თვის განმავლობაში არ აძლევდა თანამშრომლებს ანაზღაურებას. ივლისის დასაწყისში, Frontera-ს თანამშრომელმა თავი მოიკლა, რადგან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული ანაზღაურება, მაგრამ ,,ფრონტერამ“ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მხარდამჭერის მოპოვება, რომლებიც რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას, - რადგან მთავრობამ გადაწყვიტა არბიტრაჟის დაკავება - თბილისის დასაყოლიებლად კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები (რომელთაგან ბევრმა კომპანიისგან კამპანიის შემოწირულობები მიიღო) ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის საქმე ,,ფრონტერას“ წინააღმდეგ კრემლის გავლენის შედეგი იყო მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია, მათ გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს ვაშინგტონში. 9 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 პროცენტით შეამცირებს აშშ-ს დახმარების პაკეტს საქართველოსთვის, თუ თბილისი ვერ შეასრულებს რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, „უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვას შევიწროების მხრივ”,- ნათქვამია სტატიაში. დახმარების შემცირების საფრთხის წარმოქმნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ ,,ფრონტერამ“ ზედმეტი გავლენა იქონია ვაშინგტონის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებზე. ”ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფრონტერას საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მათ არ აინტერესებთ, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, ბევრი ადამიანი კი სამსახურისა და ანაზღაურები გარეშე დატოვა,”- განაცხადა მაშინ პარლამენტის სპიკერმა გია ვოლსკიმ. საქართველოს მთავრობა მეტად სენსიტიური იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს; მსოფლიო ბანკის უახლესმა რეიტინგის მიხედვით "Doing Business,” ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში. შესაბამისად, მთავრობა ცდილობს მსუბუქი შეხება ჰქონდეს უცხოელ ინვესტორებთან; შრომის უფლებების ჯგუფებმა განაცხადეს, რომ Frontera-ს წინააღმდეგ სარჩელი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თბილისმა განახორციელა მსგავსი ქმედება საქართველოში მოქმედი ბიზნესის წინააღმდეგ. ,,ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობა, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია,” განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ფრონტერას“ საკითხი ოფიციალური ურთიერთობების ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის, ჩვენთვის ცალსახად არასასურველია, რომ ამერიკის უაღრესად მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრიდან ვინმეს იმის საბაბი მივცეთ, რომ ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენოს.” ,,რაოდენ სამარცხვინოა ის, რომ აშშ-ს დაქირავებულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამერიკაში არაფერს წარმოადგენენ, საქართველოს მთავრობა მოატყუეს”, - წერს სოფო ჯაფარიძე, ფეისბუქზე დამოუკიდებელი ქართული პროფკავშირის ,,სოლიდარობის ქსელის” ხელმძღვანელი“,- გამოცემა "Eurasianet" ოფიციალური პირების კომენტარებს ციტირებს.


