Accentnews.ge
"ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, საქართველომ ამ გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა"

"ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, საქართველომ ამ გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა"

24/07/2020 09:21:52 ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რითაც აქტივის 99% დაიბრუნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობისთვის ქვეყნის ბიზნეს გარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა. 1%, რომელიც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური და იურიდიული მხარით შეეძლო, რომ დაბრუნების პროცესი დაეწყო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა. დღეს ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, რომ ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ეს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე - არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა თარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ. მესამე საკითხი, რა თქმა უნდა, იქ არიან დასაქმებული ქართველი ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერსებიც გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S