Accentnews.ge
პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

24/07/2020 13:43:37 ეკონომიკა, რეკლამა

„აქ. ახლა“, ბიზნესების მხარდასაჭერად, „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა.

"თიბისის" ინფორმაციით, ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

თიბისის ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალური – 5 000 000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan , ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S