Accentnews.ge
საქართველოს სამი მოქალაქე ტყვეობიდან გათავისუფლდა

საქართველოს სამი მოქალაქე ტყვეობიდან გათავისუფლდა

24/07/2020 14:19:06 კონფლიქტები

საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდა.

1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია აფახეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 324 მუხლის მეორე ნაწილით, რაც „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“ გულისხმობს.

საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან 7 ივნისს მოხდა. მათ ენგურის ხიდზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ელოდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S