Accentnews.ge
ლარნაკა-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი ​30 ივლისს შესრულდება

ლარნაკა-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი ​30 ივლისს შესრულდება

24/07/2020 16:38:38 ეკონომიკა

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით (კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) შედგება 30 ივლისს. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“.

გამგზავრების დრო: 13:00 სთ. (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 სთ. (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 სთ.-ზე.

თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ.-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ.-იანი ხელბარგის წაღების უფლება.

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S