Accentnews.ge
რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ოთხივე კარი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები – მანქანაში

რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ოთხივე კარი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები – მანქანაში

24/07/2020 17:35:57 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვლის ოჯახის ადვოკატს გამოძიებამ საქმის მასალები გადასცა. როგორც ცნობილია, დღეს გარდაცვლილის მამამ დაზარალებულის სტატუსი მიიღო.

როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საქმე მოცულობითია და თავად ამჟამად მტკიცემულებების გაცნობის პროცესშია, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ შესწავლას დაასრულებს, ექნება საკუთარი შეხედულებები, რა იქება საჭირო სრული სურათის აღსადგენად.

რამიშვილს „ფორმულას“ ეთერში ჰკითხეს, დაკეტილი იყო თუ არა მანქანის ოთხივე კარი და მანქანის გასაღები იყო თუ არა მანქანაში. კითხვას რამიშვილმა დადებთი პასუხი გასცა.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, რომელიც ასევე ავტომანქანაში იყო, რამიშვილის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, ის თავად გამოირთო, თუ გამორთეს.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ავტომანქანის უკანა სავარძელზე ესვენა.

გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S