Accentnews.ge
ოზურგეთში ქალი დაჭრეს და გაძარცვეს

ოზურგეთში ქალი დაჭრეს და გაძარცვეს

25/07/2020 07:25:15 სამართალი

შსს-ს ცნობით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S