
ბიჭი, რომელიც ბათუმში ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, ილია ფილფანი არ აღმოჩნდა
25/07/2020 18:34:39 სამართალი
ბიჭი, რომელიც ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, 13 წლის ილია ფილფანი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ბათუმში თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ 13 წლის ილია ფილფანი, რომელსაც მერვე დღეა ეძებენ, სწორედ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე დაინახეს.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.