Accentnews.ge
„ივანიშვილს პოლიტიკაში ჩემი ჩათრევა უნდა“

„ივანიშვილს პოლიტიკაში ჩემი ჩათრევა უნდა“

20/06/2019 11:43:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ბიზნესმენი ლევან ვასაძის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკაში მისი ჩათრევა“ სურს.

ამის შესახებ ვასაძემ შსს–ში გამოკითხვაზე წასვლის წინ განაცხადა. 

„გინდობ და ბოლომდე არ გწირავ, მაგრამ გეუბნები: ვიცი, რატომაც მიბარებ პოლიციაში. ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები. პოლიციაში იმიტომ მიბარებ, რომ გინდა, შემათრიო პოლიტიკაში. გინდა, ახლა მე გამარიდო ამას, დამაჯინო პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა, რაც გინდა ქენი, არაფრის არ მეშინია და გამხადო ვითომ ამ ხალხის თვალში გმირი. მერე მე ვიყო ამის წინააღმდეგი და შენ ჯიგარი ხარ, რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებ, და მე, ნუ ახლა მე წილი არ მიმიძღვის გამოდის ამ უმსგავსების აღლუმის ჩატარებაში [ ...] გამოვა, რომ მე ხალხი ხალხს მიჭერს და უნდა შემათრიოთ ახლა ხელებგაკოჭილი პოლიტიკაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არ მინდა, ჩემი გულწრფელობის დამადასტურებელი ერთადერთი იარაღი არის ის, რომ არც სკამი მინდა, არც თანამდებობა, ვნატრობ სახლში წასვლას და ხომ გგონია ბიჭო და ხომ გგონიათ თქვე დურაკები რომ ჩემი ორგანიზებულია ეს ყველაფერი. არ ვიქნები მე აქ, კიბატონო, და ნახავთ, რომ არ არის ჩემი ორგანიზებული“, – განცახადა ვასაძემ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S