Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა

26/07/2020 16:30:30 კონფლიქტები, საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, "პაციენტს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება აწუხებდა და სოხუმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ის გუდაუთაში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა".

გუდაუთის კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 1 131 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. საქართველოში COVID-19 სულ 920-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 16.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S