Accentnews.ge
"ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის"

"ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის"

27/07/2020 05:36:31 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა "უსამართლობა" უწოდა აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს. კადიროვიის თქმით, მან ამერიკელებისგან განსხვავებით ტერორიზმი დაამარცხა.

„ჩვენ გავაჩერეთ ომი, გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის, ისინი კი პირიქით, სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“, - განაცხადა კადიროვმა ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, "პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წყალობით წესრიგი დაამყარეს, მშვიდობიანად ცხოვრობენ და ვითარდებიან მაშინ, როცა ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმს ვერაფერს უხერხებენ და ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და ლიბიაში ადამიანებს ყოველდღე კლავენ".

20 ივლისს აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S