Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: „კომპიუტერის გახსნა ვერ ხერხდება, მაგრამ მცდელობები იქნება“

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: „კომპიუტერის გახსნა ვერ ხერხდება, მაგრამ მცდელობები იქნება“

27/07/2020 07:04:05 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ცნობით, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა გამოძიებას მის გასახსნელად გარკვეული მცდელობები ექნება.

ამასთან, ადვოკატი პროკურატურისგან დოკუმენტებს ითხოვს.

„რეკომენდაცია არის, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ვერ ვართ ექსპერტიზის თვალსაზრისით წინ წასული, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს, მაგრამ რაღაც მცდელობა იქნება, რომ გაიხსნას კომპიუტერი.

ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, ეს არის ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე დღეს ვაძლევ გამოძიებას, რომ დაუყოვნებლივ შეწუხდეს პროკურატურა და ის მასალა, რაც არის მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ მომაწოდოს, თორემ მე უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებ“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S