Accentnews.ge
"შაქარაშვილის საქმე და ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ამბავი არ არის შესადარისი გირგვლიანის მკვლელობასთან და მსგავსი პარალელები, პოლიტიკური რევანშით მოტივირებულია და არა სიმართლის დადგენის სურვილით"

"შაქარაშვილის საქმე და ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ამბავი არ არის შესადარისი გირგვლიანის მკვლელობასთან და მსგავსი პარალელები, პოლიტიკური რევანშით მოტივირებულია და არა სიმართლის დადგენის სურვილით"

27/07/2020 08:08:51 საშინაო პოლიტიკა

"რახან ოპოზიციურ მედიაში ეს მიდგომა დომინირებს, ვისაც ამ რევანშის სურვილი არა გაქვთ, ისინი მაინც ნუ აჰყვებით ამას და გაარჩიეთ პოლიტიკური ინტერესი ჭეშმარიტების დადგენის სურვილისგან მეთქი, ამის თქმას ვცდილობ შეძლებისდაგვარად”,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქმომხმარებლის ანა გრიგოლავას ,, ფეისბუქის” გვერდზე წერს, სადაც გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია გაიმართა.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმე და ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ამბავი არ არის შესადარისი გირგვლიანის მკვლელობასთან და მსგავსი პარალელები, პოლიტიკური რევანშით მოტივირებულია და არა სიმართლის დადგენის სურვილით.

,, ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეები, კერძოდ შაქარაშვილის საქმე და ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ამბავიც არანაირად არ არის შესადარისი გირგვლიანის მკვლელობასთან და მსგავსი პარალელები, ხელისუფლების პასუხისმგებლობის კონტექსტში არის მხოლოდ პოლიტიკური რევანშით მოტივირებული და არა სიმართლის დადგენის და დამნაშავის დასჯის სურვილით. ეს ჩანს ძალიან კარგად და ცალსახად. ამიტომ რახან ოპოზიციურ მედიაში ეს მიდგომა დომინირებს, ვისაც ამ რევანშის სურვილი არა გაქვთ, ისინი მაინც ნუ აჰყვებით ამას და გაარჩიეთ პოლიტიკური ინტერესი ჭეშმარიტების დადგენის სურვილისგან მეთქი, ამის თქმას ვცდილობ შეძლებისდაგვარად. მედიის და ინფორმაციის გასაჯაროების წინააღმდეგი არათუ არ ვარ, პირიქით. სადაც სიტყვის თავისუფლება თუნდაც საწყის დონეზეა, მედია ყველგან აქტიურია გახმაურებული კრიმინალური შემთხვევების დროს და ხშირად არცთუ კორექტულიც, მათ შორის ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებში, მედიის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია სხვა კატეგორიის პრობლემაა და აქ მე პირადად არ მაქვს საერთოდ ლაპარაკი, არ ვეხები ამ თემას. ასევე არ ვეხები იმ თემას ზოგადად კარგია თუ ცუდი ეს ხელისუფლება და რა აქვს დაშავებული. ჩემი პოზიცია ამის თაობაზე ცნობილია: მიმაჩნია, რომ არ ვარგა ეს ხელისუფლება და სანამ გვყავს, რაიმე სერიოზულ პროგრესზე ამ ქვეყანაში ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ აქ არც ამ თემასაც არ ვეხები”,- წერს დავით ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S