სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლის შესახებ იუწყება

27-07-2020 12:55:32 კავკასია

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა, - იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

„აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დისლოცირებული დანაყოფის საგუშაგოზე მყოფი კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“,– აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

თავის მხრივ აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ „განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა“:

მათივე ცნობით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები