
აფხაზურმა “სახელმწიფო” უნივერსიტეტმა წელს ყველა აბიტურიენტის უგამოცდოდ მიღება გადაწყვიტა
27/07/2020 10:40:59 კონფლიქტები
აფხაზური “სახელმწიფო” უნივერსიტეტი წელს ყველა აბიტურიენტს უგამოცდოდ მიიღებს. წარდგენილია სულ 668 განაცხადი.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილებას ორი მთავარი მიზეზი აქვს – კორონავირუსული პანდემია და აბიტურიენტების მომზადების დაბალი დონე.
“მოგეხსენებათ, პანდემიამ აფხაზეთის სკოლებში სასწავლო პროცესზეც იმოქმედა და აბიტურიენტებმა სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრეს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს მსურველები უგამოცდოდ მივიღოთ და მათი დონე უკვე ახალ სასწავლო წელს, პირველი სემესტრის ბოლოს შევამოწმოთ” – განმარტავენ “უნვერსიტეტში”.