
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს
27/07/2020 11:01:53 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედროებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 1500-ზე მეტი სამხედრო და 200 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება".
"ახალი სისტემით სწავლება ბრძოლის თეორიასთან ერთად მოიცავს პრაქტიკული ამოცანების შესრულებას უშუალოდ პოლიგონებზე, მთებში და შავი ზღვის სანაპიროზე. წვრთნების, სულ მცირე, 50% ღამის საათებში ტარდება და ითვალისწინებს მთებში საბრძოლო მანქანების მართვისა და სროლისთვის მომზადებას", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.