
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს იწყებენ
27/07/2020 10:57:56 კავკასია
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ ტაქტიკურ და საბრძოლო - ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ, - იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც განიმარტა, წვრთნები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.
ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.
გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.