Accentnews.ge
პატარკაციშვილის საქმეზე ქარდავას პატიმრობა მიესაჯა

პატარკაციშვილის საქმეზე ქარდავას პატიმრობა მიესაჯა

27/07/2020 12:13:16 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა დამნაშავედ ცნო და შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ზაფხულში კუდის მიერ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე, მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობა დაწესდა. დაიგეგმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა, რაც ბიზნესმენის სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა.ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო. თავდასხმამდე კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას პატარკაციშვილის სახლთან მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფების მოხსნა დაავალეს. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S