
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა
27/07/2020 13:33:54 სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს. ღვინჯილიას სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ედავებიან.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.