
თაკო ჩარკვიანი: "ძალა ერთობაშიას" კიდევ ერთი პირი ტოვებს"
27/07/2020 14:16:30 საშინაო პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური პლატფორმის “სტრატეგია აღმაშენებელი” წარმომადგენლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, "ძალა ერთობაშიას" კიდევ ერთი პირი ტოვებს.
"ჩემი ინფორმაციით, სახელს არ დავასახელებ და ამ პოლიტიკურ გაერთოანებას ტოებს კიდევ ერთი ადამიანი. 30–ში ამას შეიტყობთ", – განაცხადა ჩარკვიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
27 ივლისს გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა, ახალი პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” წარადგინეს. როგორც პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმა სამ სუბიექტს: “ახალ საქართველოს”, “კანონი და სამართალს” და “სტრატეგია აღმაშენებელს" აერთიანებს.