ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი
28/07/2020 05:36:37 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კაროლინაში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა შევძლოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მანამდე კი ტრამპმა მოქალაქეებს მოუწოდა,ატარონ პირბადე და სოციალური დისტანცია დაიცვან.
„ატარეთ პირბადე, როდესაც ეს მიზანშეწონილია“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გუბერნატორებს, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნან.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


