Accentnews.ge
აფხაზეთი, სადაც COVID-19-ის შიდა გადაცემა დაიწყო, 1 აგვისტოდან რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას იმედოვნებს

აფხაზეთი, სადაც COVID-19-ის შიდა გადაცემა დაიწყო, 1 აგვისტოდან რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას იმედოვნებს

28/07/2020 08:57:53 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც გუშინ “როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლებმა ინსპექტირება დაასრულეს და მდგომარეობა “დამაკმაყოფილებლად” შეაფასეს, კორონავირუსის შიდა გადაცემა დაიწყო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევები ფიქსირდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 70 ტესტირებიდან 2 შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

სულ აფხაზეთში კორონავირუსი დღემდე 57 პირს აქვს დადგენილი, მათგან თითქმის ორი ათეული – ბოლო დღეების შემთხვევებია (მანამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38-ზე იყო “გაყინული”). ერთ ახალ შემთხვევაში პაციენტი გარდაიცვალა (სულ პირველი შემთხვევების გამოვლენიდან დღემდე ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა).

სადღეისოდ ინფიცირებულთაგან 11 გუდაუთის კლინიკაში მკურნალობს, 7 თვითიზოლაციაშია.

შიდა გადაცემის დაწყების მიუხედავად, ფაქტობრივი ეკონომიკური კოლაფსის პირობებში სოხუმი მოსკოვთან დე ფაქტო საზღვრის 1 აგვისტოდან გახსნის შესაძლებლობას განიხილავს. ამ იდეას აფხაზეთში როგორც მომხრეები ჰყავს (ძირითადად – მეწარმეების წრეში), ისე მოწინააღმდეგეები, რომლებიც შიშობენ, დე ფაქტო საზღვრის გახსნის შემდეგ “რესპუბლიკას” რუსეთის მოსაზღვრე სამხრეთ რეგიონებიდან ინფიცირებულთა ნაკადი არ მიაწყდეს.

არც თავად დე ფაქტო ხელისუფლება მალავს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემას ვერ გაუმკლავდეს, თუმცა ურთულეს მდგომარებაში აღმოჩენილი მეწარმეების ზეწოლას, როგორც ჩანს, იგნორირებას ვეღარ უწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S