Accentnews.ge
„თიბისი“ ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

28/07/2020 09:01:24 ეკონომიკა

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, „თიბისიმ“ საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. „თიბისის“ ცნობით, პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის, რათა მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

მათი ინფორმაციით, საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს: სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას, პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას, საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, -აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.

„თიბისის“ ცნობით, საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S