
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარი არც აგვისტოში გაიხსნება
28/07/2020 12:44:33 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებლი რეგიონის “მთავრობის” გადაწყვეტილებით, რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი არც აგვისტოში გაიხსნება. შეზღუდვა კიდევ ერთი თვით – 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
"ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით არსებული ვითარება მოდუნების საფუძველს არ გვიქმნის. სანამ დარწმუნებულები არ ვიქნებით ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაში, საზღვარს ვერ გავხსნით", - განაცხადა ოპერატიული შტაბის სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და იქვე დასძინა, რომ “მოსახლეობის უმრავლესობა ამ პოზიციას იზიარებს”.
ამასთან, ბიბილოვის მონაცემებით, სადღეისოდ “ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთ ოსეთის 1000 მოქალაქეა ევაკუირებული და რიგში კიდევ 450 დგას”.