Accentnews.ge
ევრობანკმა ბაკურიანისთვის სესხი გამოყო

ევრობანკმა ბაკურიანისთვის სესხი გამოყო

28/07/2020 12:41:33 რეგიონები, ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბაკურიანის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის 5 მლნ ევროს სესხი გამოყო.

როგორც ევრობანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ახალი საქალაქო ტრანსპორტის შეძენა, ასევე, მრავალფუნქციური მძიმე ტექნიკის, მათ შორის თოვლსაწმენდი სატრანსპორტო საშუალებების.

„ამ თანხით მოხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მათ შორის თოვლსაწმენდის, ასევე მრავალფუნქციური სატვირთო მანქანებისა და 10 ერთეული თანამედროვე საქალაქო ტრანსპორტის, რომელიც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის“, – აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში უკვე 3.8 მლრდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 252 პროექტში, მათ შორის კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 89 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარს ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა იყო, რის გამოც ბიზნესმა მნიშვნელოვნად იზარალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S