Accentnews.ge
„თიბისის” და „მასტერქარდის” ერთობლივი აქცია „ვოლტის” მომხმარებლებისთვის დაიწყო

„თიბისის” და „მასტერქარდის” ერთობლივი აქცია „ვოლტის” მომხმარებლებისთვის დაიწყო

28/07/2020 13:38:54 ეკონომიკა, რეკლამა

„აქ.ახლა“ - “თიბისის” და “მასტერქარდის” ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლებს, რომლებიც “ვოლტზე” შეკვეთას “თიბისის” „მასტერქარდის“ ნებისმიერი ბარათით განახორციელებენ, გადახდილი თანხის 20% ბარათზე უკან დაუბრუნდებათ. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში.

“სპეციალური პირობები „ვოლტის“ აპლიკაციაში განთავსებულ კვების ყველა ობიექტზე ვრცელდება. მომხმარებლებს თანხა ანგარიშზე მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში დაუბრუნდებათ.

აქციის პირობები არ ვრცელდება „თიბისის“ მოსწავლის #1 ბარათსა და სტუდენტურ ბარათზე - „შენი ბარათი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„თიბისის“ და „მასტერქარდის“ ერთობლივი შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-mastercard-for-wolt-users

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S