Accentnews.ge
„შშმ პირთა შესახებ“ კანონი საქართველოს ისტორიაში პირველი მცდელობაა, რომ სახელმწიფოში ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა არსებობდეს“

„შშმ პირთა შესახებ“ კანონი საქართველოს ისტორიაში პირველი მცდელობაა, რომ სახელმწიფოში ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა არსებობდეს“

28/07/2020 14:19:41 საშინაო პოლიტიკა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი საქართველოს ისტორიაში არის პირველი მცდელობა იმისა, რომ სახელმწიფოში შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა არსებობდეს,- ამის შესახებ იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს და იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით შემუშავებულ,, შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონს ეხმიანება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი საქართველოს ისტორიაში არის პირველი მცდელობა იმისა, რომ სახელმწიფოში შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა არსებობდეს. საკანონმდებლო აქტი იუსტიციის სამინისტროს თაოსნობითა და სხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა. კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე, შშმ პირთა ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორები და ექსპერტები. შშმ პირების ინტერესებზე ორიენტირებული სპეციალური კანონი არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ კანონს წარმოადგენს. იგი ბევრ სხვადასხვა ასპექტში არის თანამედროვე კანონმდებლობა და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. საკანონმდებლო აქტი ნამდვილად უძლებს იმ ტესტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია აკისრებს სახელმწიფოებს. კანონმა ერთ საკანონმდებლო აქტში გააერთიანა სხვადასხვა უწყებების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები კანონის ეფექტური აღსრულებისათვის. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთავრობის ადამიანსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას”,- წერს თამარ მახარობლიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S