Accentnews.ge
წყნეთში ავტომანქანას ესროლეს

წყნეთში ავტომანქანას ესროლეს

28/07/2020 17:57:50 სამართალი

​წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ესროლეს მანქანას, რომელში მყოფი პირიც არ დაშავებულა. შსს-ში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.

განახლება

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცე - პრეზიდენტმა ლერი სულაბერიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ.

მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კი ჟურნალისტებს უთხრა რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S