ავარია ბარათაშვილზე – დაშავდა ხუთი ადამიანი
28/07/2020 21:29:46 სამართალი
თბილისში, ბარათაშვილზე მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ისინი ჰოსპიტალიზებული არიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


