პანკისის ხეობაში საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს
29/07/2020 05:55:44 სამართალი
პანკისში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. ოჯახში ქავთარაშვილის და და მშობლები იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე 3 პირი გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთია ასლან მუთოშვილი, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.
შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირია, რა დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ქავთარაშვილი მაშინ ფეხში დაიჭრა. საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი არიან დაკავებულები. უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას, ჯერჯერობით უცნობია.


