Accentnews.ge
სოფელ ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

სოფელ ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

29/07/2020 06:09:05 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფ.ნაკიეთი) უხვი ნალექის შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S