Accentnews.ge
"როგორც კობახიძე ვერ შემოვა ამ დარბაზში, ქუცნაშვილო, შენც ვერ შემოხვალ, ორივეს თმებს დაგაწიწკნით"

"როგორც კობახიძე ვერ შემოვა ამ დარბაზში, ქუცნაშვილო, შენც ვერ შემოხვალ, ორივეს თმებს დაგაწიწკნით"

20/06/2019 15:05:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპიკერის თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატი უნდა ჩააბაროს.

"როგორც კობახიძე ვერ შემოვა ამ დარბაზში, ქუცნაშვილო, შენც ვერ შემოხვალ. მე არც მდგომარეობის შესაქმნელად არ ვარ ამ პარლამენტში შემოსული და არც დოვლათის მოსახვეჭად. ერთსაც და მეორესაც თმებს დაგაწიწკნით“, - აცხადებს ნიკა მელია.

პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია. ოპოზიციამ და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. არსებული ინფორმაციით, რუსი დეპუტატები საქართელოს 22 ივნისის ნაცვლად, უკვე  დღეს დატოვებენ. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S