სულაბერიძე შეიარაღებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს
29/07/2020 08:44:02 სამართალი
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ლერი სულაბერიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მანამდე მან თავდასხმის დეტალები მედიასთან გაიხსენა.
„სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს. სახლში ავდიოდი და წყნეთის გზატკეცილზე მოხდა შემთხვევა, არმისული კაკლებთან. ავტომანქანა დამეწია და გადამასწრო“, - განაცხადა სულაბერიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით იძიებს.
ცნობისთვის: შემთხვევა 28 ილისის ღამეს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.


