Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედას ეჭვი აქვს, რომ „რაღაცების გაქრობა“ ხელოვნურად ხდება

ბაჩალიაშვილის დედას ეჭვი აქვს, რომ „რაღაცების გაქრობა“ ხელოვნურად ხდება

29/07/2020 09:10:41 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებამ საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიურო ჩაერთოს, ვინაიდან მისი აზრით, ქართული ძალოვანი უწყებები უძლურნი არიან.

დედას ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“–გვერდის წაშლამ ეჭვები გაუჩინა.

„კომპიუტერი ადვოკატის გარეშე გაიხსნა და „ფეისბუქი“ წაიშალა. ეს მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად ხდება რაღაცების გაქრობა.

მოვითხოვ გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას. ვიდრე გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა და რომ მოვითხოვეთ ფედერალური ბიუროს ჩართულობა, იმ დღესვე გაიხსნა კომპიუტერი ადვოკატის გარეშე. როცა ფედერალური ბიურო ჩაერთვება, ყველაფერი აღდგება. „ფეიქსბუქი“ გამქრალია და მასალებიც თუ არის წაშლილი, არ ვიცი.

ვიხვეწებოდი, „გახსენით კომპიუტერი, იქნებ რაიმე ინფორმაცია იყოს“ და რატომღაც ხელოვნურად წელავდნენ ამ ყველაფერს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა, ვის, რაში აწყობდა, არ ვიცი“,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი და დასძენს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა.

ცნობისთვის: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S