
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: „თხოვნა მაქვს, რომ საქმე შსს–მ წაიღოს, არა და ერი ჩაერთვება"
29/07/2020 11:08:16 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მისი შვილის საქმის გამომძიებლებს უნდობლობას უცხადებს და კვლავ ითხოვს, რომ საქმე სამინისტროს გადაეცეს.
„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, დაზარალებულს, შვილმკვდარი მამას, თხოვნა მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიღოს ეს საქმე, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ. როგორც კი გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალური ბიურო ჩავრთეთ, კომპიუტერი გახსნეს. მივმართავ ყველანაირ ძალას – გზად გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა. აღარ მჯერა ამ გამოძიების“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ სსკ–ის 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.