Accentnews.ge
სულაბერიძის მისამართით გასროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სულაბერიძის მისამართით გასროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

29/07/2020 11:42:25 სამართალი

პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. მისი თქმით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.

განახლება

შსს–ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S