Accentnews.ge
სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს

სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს

29/07/2020 12:50:24 სამართალი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირი ი.ღ. (ირაკლი ღლონტი) ბრალს აღიარებს, – იუწყება შსს, თუმცა ძალოვანი უწყების ინფორმაციაში მოტივზე არაა საუბარი.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. (ლერი სულაბერიძე) მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რელიზში საუბარი არაა, იყო თუ არა მისი სამიზნე სულაბერიძე.

ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში აიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის: შემთხვევა 28 ილისის ღამეს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სულაბერიძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი არ დაუნახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S