
"გირჩმა" საპატრიარქოსთან აქცია გამართა
20/06/2019 15:05:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"გირჩმა" საპატრიარქოსთან აქცია გამართა. როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა.
"კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს და ზაქარია ქუცნაშვილს საზოგადოება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სთხოვს, თუმცა, ჯოხი ტყდება მხოლოდ კობახიძეზე და ჰაჰა, კიდევ ქუცნაშვილი იყოს უკან, ეს არ არის სწორი. ეს არ არის ძალიან მარტივი ამბავი და მარტო კობახიძე-ქუცნაშვილის ამბავი არ არის", – განაცხადა ჯაფარიძემ.
საპატრიარქოდა დემონსტრანტები პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს.