Accentnews.ge
უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ახალ პარლამენტში "ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს

უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ახალ პარლამენტში "ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს

29/07/2020 14:00:11 საშინაო პოლიტიკა

„კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ახალ პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, დღევანდელი მოცემულობით კოალიციის შექმნა პარლამენტში ორ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. ამ ორს შორის კი „კონსერვატორები“ „ოცნებას“ აირჩევენ.

„ჩვენ ვაცხადებთ ცალსახად, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილთან და მის ორბიტაზე მყოფ ძალებთან კოალიცია განვიხილოთ. „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას განვიხილავთ. ამას ვამბობთ პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე“, – აცხადებს ძიძიგური.

ცნობისთვის: ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა. ამავე დღეს მან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც დატოვა. ბრიფინგზე ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზად ძიძიგურმა დაასახელა ის ფაქტი, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S