Accentnews.ge
"თუ "ლეიბორისტული პარტია" ოპოზიციას შორის პირველ ადგილზე გავა, მზად ვარ პრემიერობისთვის"

"თუ "ლეიბორისტული პარტია" ოპოზიციას შორის პირველ ადგილზე გავა, მზად ვარ პრემიერობისთვის"

29/07/2020 15:10:54 საშინაო პოლიტიკა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ლეიბორისტები ოპოზიციურ პარტიებს შორის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებენ.

„მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, თუ "ლეიბორისტული პარტია" გავა პირველ ადგილზე ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება უფლება, რომ ვუთხრა ჩემს კოლეგებს: ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა. აქედან ერთ-ერთ ოლქში – ნაძალადევში კენჭს შალვა ნათელაშვილი იყრის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S