
აფხაზეთიდან დევნილებისთვის ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ჩატარდა
29/07/2020 16:33:30 კონფლიქტები, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ ერთობლივი ორგანიზებით 17-დან 22 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოცდაათ გოგონას ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ჩაუტარდა.
„კოსმეტოლოგიაში არსებულ სიახლეებზე ახალგაზრდებს „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ დირექტორი ნინო ქირია ესაუბრა და გოგონებს სახის კანის მოვლის პროცედურებზე მასტერკლასი ჩაუტარა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა”, - ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.