Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილმა NDI -ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

ბიძინა ივანიშვილმა NDI -ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

29/07/2020 17:49:04 საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ NDI - ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI - საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S