Accentnews.ge
6 კონგრესმენი პომპეოს მიმართავს: "რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა"

6 კონგრესმენი პომპეოს მიმართავს: "რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა"

29/07/2020 19:59:22 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული.

"ჩვენ გწერთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებისა და სავარაუდო კორუფციის გამო. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არაერთი მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა ეკონომიკის გარდაქმნის, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ამ მიმართულებებით პროგრესი შეჩერდა.

თქვენს კოლეგებთან, შერილ ფერნანდესთან და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს, რათა დააკვირდეს კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, ისევე როგორც, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოს მოკავშირეობის მიმართ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ გახარიასთან შემდგომი შეხვედრების დროს გთხოვთ, ჩვენი საწუხარი გაითვალისწინოთ:

1) ქართული ოცნების ხელისუფლება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა მართული, რომელიც ცდილობს იმ ამერიკული ბიზნესების გაძევებას, რომლებსაც ათეულობით წელია პოზიტიური წვლილი შეაქვთ საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი კერძო სექტორში რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდის სასარგებლოდ ხდება.

2) საქართველოში შავი ზღვის პორტის მიმართ მიმდინარე ქმედებები აზიანებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს, მათ შორის:

ა) შავი ზღვის პორტის ინსვესტიციებიდან/მფლობელობიდან ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამოძევება, რომელთა მიზანიც საქართველოს გათავისუფლება იყო ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან.

ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანება, განსაკუთრებით საპორტო საქმისა და კერძო სექტორში სხვა ინვესტიციებთან მიმართებით.

3) ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 2020 წლის მოახლოებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

ვაფასებთ თქვენს ყურადღებას ამ დროული საკითხის მიმართ და გთხოვთ თქვენ და თქვენს გუნდს, განიხილოთ ჩვენთან ერთად, თუ რა ქმედებები გადაიდგმება ჩვენი ურთიერთობის განსამტკიცებლად და საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხის დასაყენებლად", – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

კონგრესმენები: მარკვეინ მულინი, ბილ ფლორსი, ჯოდი არინგტონი, ბრაიან ბაბინი, უილ ჰარდი და რენდი ვებერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S