Accentnews.ge
რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა დილიდან განახლდა

რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა დილიდან განახლდა

30/07/2020 05:15:39 რეგიონები

რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მიმართულებით ასრულებს რეისს, საიდანაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ. გუშინ დღის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი სპეციალური შტაბის ინფორმაციით, ზარალის დათვლასთან ერთად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა. სპეციალური ტექნიკით მოეწყო რამდენიმე შემოვლითი გზა.

ასევე განახლდა რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაც.

წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ზარალი რამდენიმე მილიონია.

"განახლებულია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სამაშველო სამუშაოები. ვერტმფრენები მუდმივად ადგილზე არიან და უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების რაიონულ ცენტრში გადმოყვანას. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის დავალებით,"- აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.

"ოთხ მუნიციპალიტეტს ონიდან უწერამდე აღუდგა საგზაო კავშირი. არის გარკვეული უბნები, სადაც მოწყობილია შემოვლითი გზა. არის მნიშვნელოვანი სამუშაოები გასაწევი, რომ აღდგეს ონის წყალმომარაგება," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

28 ივნისის ღამიდან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ონის მუნიციპალიტეტში დაანგრია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი და 10-ზე მეტი ხიდი და დააზიანა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემები. გარე სამყაროს მოწყდა 12 სოფელი და ასეულობით ადამიანი, მათ შორის ზემო რაჭაში მყოფი დამსვენებლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S