პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შაქარაშვილის და ჯიშკარიანის გამოჩენას ინციდენტი მოჰყვა
20/06/2019 16:03:08 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება და დაპირისპირება მოჰყვა. როგორც შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა განაცხადეს, აქციაზე საზოგადოების აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოკუპირებული. საკრებულოს წევრების განცხადებამ, რომ პროცესებსა და ხალხის განწყობებს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შაქარიშვილი სიტყვით გამოსვლას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ამის შემდეგ ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.